1. აკაკი წერეთელი - მე-10 კლასი - კოლექცია
მთავარი თემა
|
აკაკი წერეთელი ‘’ბაში- აჩუკი’’
|
საფეხური კლასი
|
მეათე კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
ოცი მოსწავლე
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მნიშვნელობა აქტუალობა
|
გაკვეთილი გვეხმარება ცოდნის ინტეგრირებაში, ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლებაში.
მოსწავლეები დაეუფლეებიან კვლევის, ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების უნარ-ჩვევებს.
|
მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეს უნდა შეეძლოს ტექსტზე ინდივიდუალური მუშაობა, ისტორიული მასალის კვლევა, მხატვრული ანალიზი.
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სასწავლო მასალა: ქართული ენისა და ლიტერატურის მეათე კლასის სახელმძღვანელო, პრეზენტაცია-,,ბაში-აჩუკი’’.
ტექნიკური რესურსი: დაფა, ცარცი, 1 კომპიუტერი, 1
პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა PP, საძიებო სისტემა გუგლი, ვიდეოების საცავი youtube.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან დისკუსიის და პრეზენტაციის კრიტე -რიუმებით წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დანართი 1-ის სახით.
|
მსვლელობა
|
A ფაზა: კლასის ორგანიზება. ასოციაციური რუკის შედგენა თემაზე აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკი’’.10 წთ.
B ფაზა: მასწავლებლის მინი ლექცია-აკაკი წერეთლის ბიოგრაფიაზე და სლაიდ შოუს ჩვენება (იხ. დანართი 2)
ტექსტის გაცნობა -1-ლი, მე-2, თავები.
მასწავლებლის კითხვებზე პასუხები. 10 წთ.
C ფაზა: ჯგუფში მუშაობა - სახელმძღვანელოდან ისტორიული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ტექსტის მიხედვით მდინარე არაგვის დახასიათება.
მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდებათ ბარათები, რომლებზეც უნდა გასცენ პასუხი.
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოხდება მოსწავლეთა შეფასება. 20 წთ.
საშინაო დავალება: მოიძიონ ისტორიულ პიროვნე-
ბებზე მასალა, ისწავლონ კირილე მღვდლის სიზმარი. 5 წთ.
|
დისტანციური სწავლება
|
----------------
|
Комментариев нет:
Отправить комментарий